საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში მომხდარი ტერაქტი დაგმო

საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში მომხდარი ტერაქტი დაგმო. როგორც მარგველაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მტკიცე თანადგომას უცხადებს საფრანგეთის ხელისუფლებას.
„ამ განსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო კეთილდღეობა. ქართველი და ფრანგი სამხედროები გვერდიგვერდ დგანან მსოფლიოს ცხელ წერტილებში, რათა უზრუნველვყოთ საერთო მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელები შეიჭრნენ. სროლის შედაგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ორი პოლიციელია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, Charlie Hebdo-ის რედაქციაში ავტომატებით შეიარაღებული ორი თავდამსხმელი შეიჭრა.
“ბი-ბი-სის” ცნობით, სატირულმა ჟურნალმა “ტვიტერზე” ბოლოს “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები