პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები პატრიარქს ხვდებიან
საქართველოს საპატრიარქოში პატრიარქთან შეხვედრა მიმდინარეობს. უწმინდესს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და თბილისის მერი დავით ნარმანია ხვდება.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება.