სოფელ ძეძვნარიანში საცხოვრებელი სახლი, ავტომანქანა და მიკროავტობუსი დაიწვა

 

  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძვნარიანში ხანძრის შედეგად ისმაილოვების ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ხანძარი გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე გაჩნდა და საცხოვრებელი სახლის გარდა, ავტომანქანა და მიკროავტობუსი დაიწვა.
ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადა სოფელში დროულად გამოცხადდა, თუმცა ეზოში მდგარი ავტომანქანისა და მიკროავტობუსის გადარჩენა მათ ვეღარ მოხერხდა. ავგან ისმაილოვი ვარაუდობს, რომ ხანძრის მიზეზი მოძველებული ელექტროგაყვანილობა გახდა.
“გუშინ გვიან ღამემდე ვერ დავიძინე, დაახლოებით 4 საათი იქნებოდა მეუღლის ყვირილი შემომესმა, უკანა ოთახში რომ გავიხედე სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ოთახებიდან სასწრაფოდ გავიყვენე შვილები და მეუღლე, შემდეგ კი სახანძრო გამოვიძახეთ. სამწუხაროდ, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ, დაგვეწვა სახლი და ორი ახალი ავტომანქანა”, – განაცხადა ავგან ისმაილოვმა.
ხანძრისგან დაზარალებული ოჯახი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა მოინახულა და ისმაილოვებს დახმარებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები