პაკისტანში საფეხბურთო მატჩის დროს აფეთქებამ ფეხბურთელები და მაყურებლები იმსხვერპლა

პაკისტანში საფეხბურთო მატჩის დროს აფეთქება მოხდა, რომელის შედეგად 3 მოთამაშე და 2 მაყურებელი დაიღუპა. დაჭრილია კიდევ 11 ადამიანი. ამის შესახებ სააგენტო NDTV იუწყება.
ხელისუფლების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქ კალაიაში ამოქმედდა, სადაც საფეხბურთო და საფრენბურთო ტურნირები ტარდებოდა.
ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას საკუთარ თავზე არ აუღია.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა 2015 წლის პირველი მსხვილი ტერაქტი დაგმო. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობამ მტკიცედ გადაწყვიტა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხის აღკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები