„ღორები“ და „ვაჟკაცები“ თბილისის ტროტუარებზე – საპატრულო პოლიციამ კანონდამრღვევი მძღოლების ვინაობა დაადგინა (ვიდეო)

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, კერძოდ, Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეორგოლში ასახული რვა დამრღვევი ავტომანქანის მძღოლი დაადგინა და კანონის ფარგლებში რეაგირება მოახდინა.
აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.
როგორც ნინო გიორგობიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ორი მათგანი უკვე დაჯარიმდა. „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა და ეს ფაქტი ასევე ასახულია ვიდეორგოლში, დღემდე საჯარიმო ავტოსადგომზე იმყოფება.
“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, კერძოდ, Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეორგოლში ასახული რვა დამრღვევი ავტომანქანის მძღოლი დაადგინა და კანონის ფარგლებში რეაგირება მოახდინა. ორი მათგანი უკვე დაჯარიმდა. „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა, რომლიც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა და ეს ფაქტი ასევე ასახულია ვიდეორგოლში, დღემდე საჯარიმო ავტოსადგომზე იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მოქალაქე განცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო, დამრღვევი მძღოლის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ვიდეოს ავტორს, კარგია რომ ასეთი დარღვევა გამოავლინა. საპატრულო პოლიცია ყოველთვის ახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის დარღვევაზე და ყველა დამრღვევი მძღოლი კანონის შესაბამისად დაისჯება“,- წერს გიორგობიანი.

[youtube url=https://www.youtube.com/watch?v=7aG2_ZZjCBk” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები