ასტროლოგებმა 2015 წლის ის თარიღები დაასახელეს, როდესაც ახალი საქმის დაწყება და ქორწინება სასურველი არ არის

 

  2015 წელს ასტროლოგები ხუთ დადებით და ოთხ დაძაბულ პერიოდებს გამოყოფენ. როგორც ისინი გვირჩევენ, მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისას, ან დაქორწინების თარიღის შერჩევისას საჭიროა ხელსაყრელი პერიოდის შერჩევა. რეტროგრადული მერკურის პერიოდი არახელსაყრელი დროა კომერციული საქმიანობის დასაწყებად (როცა პლანეტების მოძრაობა უფრო სწრაფია, ვიდრე დედამიწა მოძრაობს, ან პირიქით – დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს და წინ უსწრებს, ვიდრე ნელა მოძრავი პლანეტა – ამ მოვლენას პლანეტების რეტროგრადულ მოძრაობას უწოდებენ). ამ პერიოდში არასასურველია დაქორწინება და ძვირფასი ნივთების ყიდვა. ბიზნესის დაწყება ასევე მზის და მთვარის დაბნელების პერიოდებს არ უნდა დაემთხვას, – გვაფრთხილებენ ასტროლოგები.
2015 წლის მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის ხელსაყრელი პერიოდებია: 1-20 იანვარი, 12 თებერვალი – 15 მარტი, 9 აპრილი – 18 მაისი, 13 ივნისი – 24 ივლისი, 10 ოქტომბერი – 31 დეკემბერი.
არახელსაყრელი პერიოდებია: 21 იანვარი – 11 თებერვალი, 16 მარტი – 8 აპრილი, 19 მაისი – 12 ივნისი, 25 ივლისი – 9 ოქტომბერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები