უბედური შემთხვევის შემდეგ მემანქანე გარდაიცვალა

  რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ამწის მემანქანე გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი ყაზბეგის 34ა ნომერში მშენებლობაზე მუშაობდა. მოულოდნელად ამწე მწყობრიდან გამოვიდა და მემანქანე 45 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთ – ერთი მძიმე მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მეორე ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა და სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ამწის წაქცევამ ოთხი მანქანა და გვერდით მდებარე კორპუსის კედელი დააზიანა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ – კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები