რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-თან ურთიერთობის აღდგენის პირობები დაასახელა

  რუსეთის და ამერიკის ურთიერთობები შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში დალაგდეს, თუ ვაშინგტონი მზად იქნება „დიალოგი ავთენტური თანაბარი უფლებების და ინტერესების ორმხრივი პატივისცემის პრინციპით წარმართოს“. ასეთ შეფასებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი „2014 წლის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მოვლენები“ შეიცავს. რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ მოსკოვთან ურთიერთობის გამწვავების ინიციატორად და რუსეთზე სანქცირებული ზეწოლის გაძლიერების მომხრედ სწორედ აშშ გამოვიდა.
„ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ორმხრივი კავშირების შეწყვეტის გზით წავიდა, და რუსეთში ფიზიკური – იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
სამინისტროში ასევე დარწმუნებულები არიან, რომ „2014 წლის უკრაინის მხარდაჭერის აქტმა“, რომელიც აშშ-ს კონგრესმა მიიღო, ბარაკ ობამამ კი ხელი მოაწერა, რუსეთის და აშშ-ს ურთიერთობებში ნეგატიური ფონი გაამძაფრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები