რა შეცდომა აღიარა დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში?

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლება უცოდველი ნამდვილად არ ყოფილა და გარკვეულწილად, ხალხის თანხების ხარჯვა არასწორი ფორმით ხდებოდა. ამის შესახებ ბაქრაძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი არ გამორიცხავს, რომ დიდ წილად სწორედ ამან განაპირობა ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ჩამოყალიბდა.
“უცოდველები ნამდვილად არ ვყოფილვართ და გარკვეულწილად, ხალხის თანხების ხარჯვა ხდებოდა არასწორი ფორმით და არასწორი შინაარსით. ძალიან დიდ წილად ამან განაპირობა ის დამოკიდებულება. რომელიც ჩამოყალიბდა “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ჩვენი წილი ბრალი გვაქვს, მაგრამ პირველი ქვა გვესროლოს იმან, ვინც ჩვენზე უფრო უცოდველია. ამ ხელისუფლებას სამთავრობო ხარჯები რომ შეემცირებინა, ხმას არ ამოვიღებდი ასეთ კრიტიკაზე. მაგრამ მთავრობა. რომელიც თავის თავზე 350 მილიონით მეტს ხარჯავს. ვიდრე ჩვენ ვხარჯავდით, ასეთ მთავრობას არ აქვს უფლება მოგიტრიალდეს და დაგითვალოს შენ რას ხარჯავდი 5 წლის წინ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები