„სტრასბურგში გამგზავრება გადავწყვიტე, რომ ასოცირების რატიფიცირება ყოფილ პრეზიდენტს არ ჩაებარებინა“

   საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სტრასბურგში ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესზე გამგზავრება სწორედ იმის გამო გადაწყვიტა, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ყოფილ პრეზიდენტს არ ჩაებარებინა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, აბსურდული ვითარება იქნებოდა, იქ მარტო ექსპრეზიდენტი რომ ყოფილიყო და სხვა არავინ.
“ვიმყოფებოდი ვიზიტით. ჩამოვედი და გავიგე, რომ სტრასბურგში არავინ მიდის. ეს იყო ის რეალობა, რომელიც მე გავიგე ჩვენი არხებით. არ ვიცი, რატომ არ მიდიოდა არავინ, მაგრამ მე ნამდვილად ვიცოდი, რომ სტრასბურგის დატოვება სახელმწიფო დელეგაციის გარეშე იქნებოდა არასწორი. ასე რომ, მე არაფრის მომზადების შესაძლებლობა არ მქონდა, დილით სხვა ქვეყნიდან ჩამოვედი და საღამოს სტრასბურგში წავედი. მე უნდა წავსულიყავი იქ, რომ არ ყოფილიყო გაუგებარი ვითარება და ხელშეკრულების რატიფიკაცია არ ჩაებარებინა წინა ხელისუფლების პრეზიდენტს. სააკაშვილი იყო იქ, ხომ ნახეთ? წარმოიდგინეთ სურათი, სადაც არის მხოლოდ სააკაშვილი. ცოტა აბსურდული ვითარება იქნებოდა, მარტო ყოფილი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო იქ და სხვა არავინ. შესაბამისად, მე ჩემი თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ როცა არავინ მიდიოდა, წავსულიყავი და იქ ვყოფილიყავი. ეს იყო ჩემი ვალდებულება”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები