დავით უსუფაშვილი: არავის არაფერი არ შერჩება

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას გამოეხმაურა. უსუფაშვილის თქმით, სამართალდამცველებს კითხვები აქვთ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეგონათ, რომ მუდმივად ხელისუფლებაში იქნებოდნენ. რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს ონიანის დაკავება ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება, უსუფაშვილის თქმით, არჩევნები არ არის დრო, როდესაც სამართალდამცველი სისტემა უნდა გაჩერდეს.
“ძნელია მონახო კალენდარში წელი, როდესაც საქართველოში არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნები ტარდება საქართველოში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიცია და პროკურატურა შვებულებაში უნდა წავიდნენ და თუ რამე გამოსაძიებელია, არაფერი უნდა გააკეთონ, არავის არაფერი არ შერჩება, თუ ვინმემ რაიმე ჩაიდინა, ყველას ყველაფერი მოეკითხება. ამიტომ თუ დღეს ვინმე რამეს სჩადის, მას უცილებლად მოეკითხება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები