ნინო წილოსანი – პაველ ჰერჩინსკის წერილზე: ალბათ, უკვე ორი აზრი არ არსებობს ვისი მხრიდან ხდებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შეფერხება

„ალბათ, უკვე ორი აზრი არ არსებობს ვისი მხრიდან ხდებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შეფერხება,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ჰერჩინსკის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ წერილშიც ნათლად არის ნაჩვენები, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების მიზეზი თავად ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება იყო და არა ირაკლი კობახიძის განცხადება.

„ამ წერილშიც ნათლად არის ნაჩვენები, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების [მიზეზი] თავად ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება იყო და არა ირაკლი კობახიძის განცხადება. საინტერესოა, აქციის მონაწილეები, თუნდაც ის რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც რუსთაველზე იკრიბება ყოველდღე, გააპროტესტებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოთმინებით დაველოდებით, როდის გახდება ევროკავშირის გაფართოება რეალური მიზანი თავად ევროკავშირისთვის და გაფართოების იდეას უკვე აღარ გამოიყენებენ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – აღნიშნა წილოსანმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკის მიერ საგარეო უწყებისადმი მიწერილ წერილში ელჩი ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები