ირაკლი კობახიძე – საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, კანდიდატ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები, მათი პოლიტიკოსები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სტუმრობენ რუსეთს და ამის გამო არავინ აკრიტიკებს, რუსეთის წილი საქართველოს ვაჭრობაში გაცილებით დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც პროევროპულად ითვლებიან, ეს არის ფაქტები და დანარჩენი მხოლოდ სპეკულაციებია

ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიებს მუდმივად იმიტომ ვითხოვთ, რომ ფაქტები მეტყველებს ჩვენს პოზიციებზე. როდესაც რუსეთზე ვსაუბრობთ, ფაქტია, რომ საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს გარშემო რეგიონში მხოლოდ ორ ქვეყანას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.

„ესენი არიან საქართველო და უკრაინა. ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები. მათი პოლიტიკოსები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სტუმრობენ რუსეთის ფედერაციას და არავინ აკრიტიკებს მოლდოვას, მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში ვიზიტების გამო. მოლდოვა ამ დრომდე დსთ-ს წევრია. ჩვენ ვიცით, რომ დსთ არის მთავარი საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ქოლგის ქვეშ და მოლდოვა კვლავ დსთ-ს წევრია და არავინ აკრიტიკებს მათ. თუ სავაჭრო მაჩვენებლებს გადავხედავთ, რუსეთის წილი საქართველოს ვაჭრობაში გაცილებით დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც პროევროპულად ითვლებიან. ეს არის ფაქტები და დანარჩენი მხოლოდ სპეკულაციებია. თუ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ზოგად ურთიერთობებს, ვაჭრობასა და ეკონომიკას და ყველაფერს ავიღებთ, ფაქტი ნულის ტოლია, არ არსებობს. ჩვენ არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს. კიდევ ერთხელ, მოლდოველი პოლიტიკოსები, როგორიცაა მინისტრის მოადგილე, ცოტა ხნის წინ სანქტ-პეტერბურგს ეწვივნენ „გაზპრომთან” მოლაპარაკებების გასამართად. საქართველოში ეს ასე არ არის. და კიდევ ერთხელ, ფაქტი არ არსებობს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები