იტალის ქალაქ ნეაპოლში 26 წლის ქართველი დაჭრეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში 26 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. თავის ქალის მრავლობითი დაზიანებებით ის ნეაპოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რიდურუ” მის ვინაობას ავრცელებს და ამბობს, რომ გიორგი გორგოძე ქართველი არალეგალია, თუმცა პოლონურ პასპორტს ფლობს.
გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის ახალგაზრდის ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გორგოძის საცოლე ამბობს, რომ ის თავად გახდა დაჭრის მოწმე: ” ჩვენ სახლში ვიმყოფებოდით, როდესაც გიორგის მოულოდნელად ფანჯრიდან ესროლეს.”
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები