უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გაახანგრძლივა
უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა.
შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმი ძალაში, სულ მცირე, 2026 წლის 3 მაისამდე დარჩება.
კანონპროექტები პარლამენტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი დღით ადრე წარუდგინა.
ეს საომარი მდგომარეობის მე-18 გახანგრძლივებაა 2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.