“ევროკავშირსა და მის ჩინოვნიკებს საქართველოში მშვიდობა და დემოკრატია კი არა რევოლუცია აინტერესებთ, რომელიც მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის საშუალებას მისცემს” – ქადაგიშვილი

“ევროკავშირსა და მის ჩინოვნიკებს საქართველოში მშვიდობა, დემოკრატია კი არ აინტერესებთ, არამედ რევოლუცია, რომელიც მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის საშუალებას მისცემს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ის საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა, რომელშიც აქციის კადრებიც არის გამოყენებული.

„სწორედ ის გზავნილია, რაშიც ვაკრიტიკებთ ევროკავშირსა და მის ჩინოვნიკებს. მათ საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოში მშვიდობა და დემოკრატია კი არ აინტერესებთ, არამედ რევოლუცია, რომელიც მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის საშუალებას მისცემს, რათა მეორე ფრონტის ჩავარდნილი სცენარი ახლიდან გააცოცხლონ. რეალური მიზანი და მიზეზი ეს არის, სხვა არაფერი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები