გროზნოში დაკავებულ ბესლან წინწალაშვილს 6 – წლიანი პატიმრობა შეუფარდეს (ვიდეო)

გროზნოში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, 25 წლის ბესლან წინწალაშვილს ადგილობრივმა სასამართლომ კანონით გათვალისწინებული 10-წლიანი პატიმრობის ნაცვლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლომ გაითვალისწინა მამაკაცის ოჯახური მდგომარეობა და ის, რომ წინწალაშვილმა პროცესის დაწყებისას საკუთარი ბრალი აღიარა.
რუსული მედიის ინფორმაციით, წინწალაშვილი ჩეჩნეთის 2 მოქალაქის სირიაში წასვლის და ომში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხარეზე მონაწილეობაში დარწმუნებას ცდილობდა.
გასამართლებული წინწალაშვილი ჩეჩნეთის მოქალაქეებს ჰპირდებოდა, რომ უცხოური პასპორტების შეძენაში ხელს შეუწყობდა, შემდგომში კი ისინი სირიაში საქართველოს გავლით გაემგზავრებოდნენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=UiM2j40F8w8″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები