ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას გეგმავს
დიდ ბრიტანეთში მოქალაქეთა 51-მა პროცენტმა ევროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა, – ამის შესახებ საერთაშორისო კვლევითი ცენტრის Gallup-ის გამოკითხვა ცხადყოფს. გამოკითხულთა 49 პროცენტს ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება ურჩევნია.
„როსიისკაია გაზეტა“ ბრიტანელი ევროსკეპტიკოსების აზრს აქვეყნებს: გამოკითხვამ ბრიუსელის მიმართ მოქალაქეთა ნეგატიური დამოკიდებულების დემონსტრირება მოახდინა.
„რაც უფრო მეტი ინგლისელი მკაცრ შეზღუდვებს და ევროკავშირის ხაზინაში გადასახადების გაზრდის მოთხოვნებს აწყდება, მით უფრო ძლიერია ორგანიზაციიდან გამოსვლის სწრაფვა“, – განაცხადა „გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის“ დეპუტატმა მარკ რეკლესმა. მისი თქმით, ევროპა ამ ურთიერთობაში არ უნდა დომინირებდეს და ევროკავშირთან ვაჭრობის წესები დაადგინოს.
„მასობრივი პროპაგანდის მიუხედავად, უფრო მეტი და მეტი ადამიანი ხვდება, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლა მხოლოდ უკეთეს შედეგს გამოიწვევს“, – თავის მხრივ ამტკიცებს „ლეიბორისტების“ დეპუტატი ქეით ხოი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ამომრჩეველს 2017 წელს დაჰპირდა. მანამდე ბრიტანეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაგრძელებას მოსახლეობისთვის მისაღები პირობებით აპირებს.
თუმცა ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ქვეყნის ლიდერმა ბრიუსელთან ურთიერთობის ხარისხიანად შეცვლა შეძლოს.
„პრემიერმა იმაზე მეტი გადაყლაპა, ვიდრე გადაღეჭვა შეძლო. 40 წლის მანძილზე არაფერი არსებული არ გაკეთებულა, ახლა კი მას შედეგის მიღწევა ასეთ მოკლე ვადაში სურს“, – ამბობს ევროსკეპტიკოსი ლიუკ სტენლი.
გამოკითხვამ, რომელიც ევროკავშირის 13 ქვეყანაში ჩატარდა, ცხადყო, რომ დიდი ბრიტანეთი გახდა ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც ევროკავშირიდან გამოსვლის სურვილი გარკვევით გამოთქვა.