მოსკოვში პოლიციამ ორი ქართველი დააკავა

მოსკოვში პოლიციამ ყაჩაღობის და საიუველირო სალონების ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავა. ერთ-ერთი დაკავებული შოუ „გოლოსის“ ქართველი მონაწილის ეთერ ბერიაშვილის მეუღლე ბადრი ბებიჭაძეა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ბებიჭაძე მოსკოვში უკვე 13 წელია ცხოვრობს, ქურდობის ბრალდებით კი ის ერთი წლის წინ დააკავეს.
ბებიჭაძის და მისი მეუღლის სახლში ჩხრეკის შედეგად პოლიციამ მილიონ რუბლზე მეტი ტრავმატული იარაღი, ტელეფონები, ნიღბები აღმოაჩინა. გამოძიების ინფორმაციით, მხოლოდ წელს ბებიჭაძემ 23 მილიონი იშოვა.
ბებიჭაძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები