გია ხუროშვილს სამი ტყუპი შეეძინა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო მდივანს სამწლიანი ლოდინის შემდეგ სამი ტყუპი შეეძინა. ნიკოლოზი, ბარბარე და ელენე ხუროშვილები ამერიკაში, შობის დღესასწაულზე დაიბადნენ.
„დღეს განსაკუთრებულია და სიხარულით სავსე შობის დღესასწაული ჩვენთვის!
ამ ქვეყანას მოევლინა კიდევ სამი პატარა ხუროშვილი: 1. ნიკოლოზი, 2. ბარბარე, 3. ელენე. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს გვერდით იყავით მთელი ამ ხნის განმავლობაში და მადლობა ჩემს მეუღლეს თაკო ტატუნაშვილს“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გია ხუროშივილი. „კვირა“ ულოცავს გია ხუროშვილს ამ დიდ სიხარულს.

10885069_1018044994878157_7628531221413377965_n 10888610_1018045081544815_4472210294900602983_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები