ნოდარ ხადური განმარტავს, თუ რამ გამოიწვია ლარის კურსის ვარდნა გასულ თვეებში

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური განმარტავს თუ რამ გამოიწვია ლარის კურსის ვარდნა გასულ თვეებში. მისი თქმით, რომ არა ცუდი აჟიოტაჟი საზოგადოებაში, ლარის კურსი არ შეიცვლებოდა.
“ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო რატომღაც დაწოლა კურსთან მიმართებაში იყო ფინანსთა სამინისტროზე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ, გიწევს პასუხის გაცემა იმ თემებზეც, რომელიც არ გეხება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა და აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ იყო. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არა ცუდი აჟიოტაჟი, ლარის კურსი არ შეიცვლებოდა. ამაში დამერწმუნებიან კოლეგა ბანკირები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილნი, დამერწმუნებიან იმაში, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი შევქმენით. შეიქმნა ორი მოლოდინი – ვისაც ლარი ჰქონდა სასწრაფოდ უნდა მოეცილებინა ის და ვისაც დოლარი ჰქონდა, შეენარჩუნებინა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე.

წყარო: http://guardian.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები