სასჯელაღსრულების მინისტრი: ციხეებში აღარავის სცემენ და აღარავის აწამებენ
ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ ციხეებში აღარავის სცემენ და აღარავის აწამებენ, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, აქვს თუ არა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნახსენები ციხეებში არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ.
მისივე თქმით, ერთეულ ინფორმაციებზე, რომელიც ვრცელდება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, შედეგი ჯერ დადებული არ არის და დადასტურებული არც ერთი ინფორმაცია არ არის.
“ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ციხეებში არავის აღარ სცემენ და აღარ აწამებენ. თუმცა ერთეულ ინფორმაციებზე, რომელიც ვრცელდება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, შედეგი ჯერ დადებული არ არის და დადასტურებული არც ერთი ინფორმაცია არ არის. ყველა საქმეს, რომელზეც გამოძიება არ არის დაწყებული, სწავლობს გენინსპექცია. შესაძლოა, ორ ადამიანს შორის ჩხუბი მოხდეს, ეს იქნება თანამშრომელს და მსჯავრდებულს შორის, მსჯავრდებულსა და მსჯავრდებულს შორის, თუმცა ამაზე მკაცრი რეაგირება აქვს სამინისტროს, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.