მამუკა ღლონტი: ცუდებიც და კარგებიც “ქვედა ტანში“ ვართ

ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკოსების მიერ გამოთქმულ წუხილს გულისამრევს უწოდებს.
“ეს პოსტი კონკრეტულად “მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებს არ ეხება!
ბევრი პოლიტიკოსი წუხდა გუშინ “მაესტროს“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, გულის ამრევია ჩემთვის მათი წუწუნი. “ნაციონალური მოძრაობა“ მედიის პირველი მტერი, ჟურნალისტების ცემაზე და მოსყიდვაზე გაწაფული პარტია. “ოცნება“ – ვერ შემდგარი, “ნაციონალური მოძრაობა“ ჟურნალისტების ლანძღვაზე და დაყოფაზე გაწაფული კოალიცია, რომლებიც იმდენად არადეკვატურნი არიან, რომ კრიტიკას მტრობად აღიქვამენ, “ოცნება“ “მაზოხისტური“ ორგანიზაციაა, რომელიც რ – 2- ს ქვეყნის მტრად მიიჩნევს და მასთან მილიონები მიაქვს. და ბოლოს, საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლებიც ჟურნალისტებს სამართლიანებად და არასამართლიანებად კი არა, “თავისიანებად“ და “სხვისიანებად“ ჰყოფს. მოკლედ, ცუდებიც და კარგებიც “ქვედა ტანში“ ვართ“, – წერს მამუკა ღლონტი ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია “მაესტრო” დაატოვებინეს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნინო ჟიჟილაშვილს, რის შემდეგაც ტელეკომპანია დატოვეს საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერებმა და ჟურნალისტების ნაწილმა. გუშინვე “მაესტროს“ ხელმძღვანელობამ არხის რეორგანიზაცია გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები