„ამბასადორი გოლფ კლუბი“ საახალწლოდ საკარნავალო განწყობას შეგიქმნით

„ამბასადორი გოლფ კლუბი“ საახალწლოდ საკარნავალო განწყობის შექმნას გვპირდება. „ამბასადორი გოლფ კლუბის“ საახალწლო პაკეტის „ჯადოსნური თეთრი საღამოს“ გაყიდვა უკვე დაიწყო. პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელს კარგი მუსიკა, სანტა-კლაუსი, ანიმატორები, დიჯეი, სპეციალური ფასები და სიურპრიზები ელის.
ორგანიზატორების განცხადებით, აქცენტი თეთრ და ვერცხლისფერ მორთულობაზე გაკეთდება. „ამბასადორი“ სტუმრებს ნიღბებს გადაცემს და ამით თავიდან კიდევ ერთ საზრუნავს ააცილებს. საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ იზრუნებს, დიჯეი კი მთელი ღამის განმავლობაში მსოფლიო ჰიტებს შეასრულებს. ბავშვების გართობაზე და მშობლების კომფორტზე კი ანიმატორები და სანტა-კლაუსი იზრუნებენ.
საახალწლო პაკეტის შეთავაზება საახალწლო სუფრას და სამჯერად კვებას ითვალისწინებს. ამასთან, სტუმრებს შეეძლებათ, ისარგებლონ ყველა იმ გასართობი ფასიანი თუ უფასო სერვისებით, რომლებიც სასტუმროს აქვს. სასტუმროს სადღესასწაულო პაკეტი 31 დეკემბრიდან ამოქმედდება და 2 იანვრამდეა გაწერილი. საახალწლო საღამო 31 დეკემბერს, 21:30 სთ-ზე დაიწყება, სტუმრების მიღება კი დღის 14:00 საათიდან მოხდება. პაკეტი 2 ღამით ორ პერსონაზე 1050 ლარი, ხოლო ერთ პერსონაზე 550 ლარი ეღირება. 6 წლამდე ბავშვებისთვის კი მშობლებს თანხის გადახდა არ მოუწევთ. სასტუმროს ნომრების დასაჯავშნად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე – 595 25 25 15. R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები