თამარ რუხაძე „მაესტროს“ ჟურნალისტებს: ზოგჯერ დარჩენა უფრო საშიშია, ვიდრე წასვლა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოფილი ხელმძღვანელი თამარ რუხაძე ტელეკომპანია „მაესტროში“ სამუშაოდ დარჩენილ ჟუენალისტებს მიმართავს. როგორც რუხაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ზოგჯერ დარჩენა უფრო საშიშია, ვიდრე წასვლა.
„რა ძალიან ნაცნობია ბევრი რამ, რაც ახლა “მაესტროზე” ხდება. ვიცი, რომ არ მიიღებენ საწყენად, მიცნობენ საამისოდ და ამიტომაც დავწერ მათთვის, ვინც არხზე რჩება – არა იმიტომ, რომ არ უნდა რჩებოდნენ, არამედ იმიტომ, რომ დარჩენა ზოგჯერ უფრო საშიშია, ვიდრე წასვლა. შეიძლება მოხდეს ისე, რომ პირდაპირი ჩარევა ვერც იგრძნოთ, რადგან უშუალოდ თქვენს სიუჟეტს არ შეეხოს ეს. უბრალოდ, როდესაც სხვას ეხება, სულერთია როდის, დღეს, თუ გუშინ, თუ ხვალ ეს უკვე საკმარისი სიგნალი უნდა იყოს. ალბათ, მეც არ მიმიღია საკუთარ საფრთხედ, როდესაც რაღაც სხვას შეეხო და შესაძლოა, სხვებსაც არ მიუღიათ საკუთარ საფრთხედ ის, რაც მე შემეხო, თუმცა პროცესი ყველა შემთხვევაში ერთნაირად დასრულდა – როდესღაც ის გარდაუვალად მოვიდა ჩემთან და მივიდა იმ სხვებთანაც“, – წერს რუხაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები