გიორგი მარგველაშვილი წინასაახალწლოდ პატიმრებს შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წინასაახალწლოდ პატიმრებს შეიწყალებს.
შეწყალების კომისიის ხელძღვანელის ზვიად ქორიძის განმარტებით, შეწყალების კომისიაში უკვე შესულია 500-მდე მსჯავრდებულის განცხადება, რომელთაგან, კრიტერიუმებს მხოლოდ 225 მსჯავრდებული აკმაყოფილებს.
მისივე თქმით, კომისიის წევრები განაცხადებზე მუშაობას კვირის ბოლოს დაასრულებენ, რის შემდეგაც რეკომენდაციით პრეზინდეტს მიმართავენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს. „კომისია ყველა განცხადებას იხილავს. უახლოეს დღეებში, როდესაც დავასრულებთ მუშაობას, უკვე რეკომენდაციას წარვუდგენთ პრეზიდენტს. შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტია, როდის გამოაცხადებს შეწყალებას,“ – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები