24 დეკემბერს, ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება – პორტალი “კვირა” პროექტის მხარდამჭერია

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ რიგით მე–12 ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს. ღონისძიება „ქართული ბრენდის დღე 2014“ 24 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდება.
ქართული ბრენდები დაჯილდოვდებიან ტრადიციულ ნომინაციებში: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ქართული ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, ბრენდ პერსონა. ორგანიზატორების ცნობით, ქართული ბრენდების პოზიციონირება რამდენიმეთვიანი კვლევების შედეგად ირკვევა. 12 წლიანი ისტორიის მანძილზე 500 – მდე ქართული ბრენდი დაჯილდოვდა. 2014 წლის მთავარი ბრენდების ვინაობა კი სულ მალე გახდება ცნობილი.
პროექტის პარტნიორები: აისო საერთაშორისო ხარისხის სერთიფიცირების კომპანია „ დეა იტალია“; “European and Georgian Organization “(EGO);
პროექტის სპონსორები: საიუველირო კომპანია „დელფოსი“, სარეკლამო კომპანია –„პანორამა“; „კარამბოლა“, “მისტერ შავიტი”, სპორტ–კომპლექსი „არენა“; “თენო ტექსტილი”;
საინფორამციო მხარდამჭერები: საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“, „იმედი“,“GDS“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „Tv3“ , „საპატრიარქოს ტელევიზია“, „რადიო ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, ჟურნალი „სარკე“, ჟურნალი „ბომონდი“, „პრაიმ ტაიმი“, „ინფო9“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები