დავით დონდუა თეთრი სახლისა და კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა

 

   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის პირველი მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით, აშშ-ში, თეთრი სახლისა და კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწესთან, ევროპული საკითხების უფროს დირექტორთან ჩარლზ კაპჩანთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ ვიცე-პრეზიდენტის აპარატის სპეციალურ მრჩეველთან, მაიკლ კარპენტერთან და ბალკანეთის, შავი ზღვისა და კავკასიის საკითხებში დირექტორთან, სემი სმიტთან, აშშ-ის სენატის მრჩევლებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრზე და მისი შემდგომი განმტკიცების საშუალებები განიხილეს. დავით დონდუამ ამერიკელ კოლეგებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და დღის წესრიგში ამჟამად არსებულ საკითხებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ ქმედებებზე, ჟენევის მოლაპარაკებების პრობლემატიკაზე, რეგიონში არსებულ საფრთხეებზე.

სამივე შეხვედრისას, აშშ კონგრესის და თეთრი სახლის წარმომადგენლებმა კვლავ დააფიქსირეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლია-ნობის, დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ, და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები