“ნაცმოძრაობა” უკრაინაში მებრძოლი ქართველების სტატუსის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა სტატუსთან გაერთიანების ინიციატივით გამოდის

“ნაციონალური მოძრაობა” უკრაინაში მებრძოლი ქართველების სტატუსის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა სტატუსთან გაერთიანების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა დასარეგისტრირებლად პარალამენტის ბიუროს სხდომაზე გავა.
“ნაციონალური მოძრაობა” გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს კანონპროექტი “ომისა და სამხედრო ვეტერანების შესახებ” კანონში ცვლილებების თაობაზე, ასევე, კანონპროექტი, რომელიც ეხება და გაუთანაბრებს უკრაინაში მებრძოლი მეომრების სტატუსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სტატუსს”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი გმირების მიმართ პოზიცია უნდა დააფიქსიროს და ისინი შესაბამისი გარანტიებით უზრუნველყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები