ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად!

  „ჩვენ კეთილშობილურმა მიზანმა გაგვაერთიანა – ეს არის ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად!“ – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოლიდარობის დღეს და მადლობას უხდის ყველა იმ საჯარო პირს, ვინც „სოლიდარობის ფონდში“ გაერთიანდა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სწორედ „სოლიდარობის ფონდის“ თანადგომით 48 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდა.
„სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი წერილით მიმართავს ყველა საჯარო მოხელეს, ვინც “სოლიდარობის ფონდში” დონაციას ახორციელებს:
„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერისათვის.
ჩვენ კეთილშობილურმა მიზანმა გაგვაერთიანა – ეს არის ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად! სწორედ თქვენი თანადგომით გახდა შესაძლებელი მძიმე სენით დაავადებული 48 ბავშვის მკურნალობის სრულად დაფინანსება. ეს ჩვენი ერთად დგომის, ჩვენი სოლიდარობის შედეგია. ეს უმნიშვნელოვანესი საქმე კიდევ ბევრ სიკეთეს მოუტანს საზოგადოებას. მჯერა, ჩვენ ერთად გადავარჩენთ ადამიანების სიცოცხლეს, ბევრ ოჯახს მოვუტანთ სიმშვიდესა და სიხარულს.
დღევანდელ დღეს საქართველო მთელ მსოფლიოსთან ერთად სოლიდარობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სოლიდარობა საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა და ძალიან მიხარია, რომ გასულ წელს ჩვენ, ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ და პირადად თქვენ, ამის მაგალითი აჩვენეთ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის.
მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. წარმატებისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2015 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახისა და მთელი ჩვენი ქვეყნისათვის“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები