მეიდანზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

    კიევში, მეიდანზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ალექსანდრე გრიგოლაშვილის სამგლოვიარო პანაშვიდი ჯერ ლუგანსკის ოლქში გაიმართა, სადაც უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს თანამებრძოლები გამოემშვიდობნენ. თბილისის დროით 14 საათზე ცხედარი კიევში გადაასვენეს.
ამ წუთებში სამოქალაქო პანაშვიდზე, ალექსანდრე გრიგოლაშვილის სამგლოვიარო პანაშვიდს უკრაინის რიგით მოქალაქეებთან ერთად უკრაინის შეირაღებული ძალების წარმომადგნელები და უკრაინაში მცხოვრები ქართველები ესწრებიან.
მეიდანზე მიიტანეს ქართული ეროვნული დროშები. უკრაინის სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს. პროცესს ასობით ადამიანი ესწრება.

10859389_873300396025788_1612066240_n 10877570_873300362692458_2000776782_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები