რომელი კომპანიების რეკეტს ახორციელებდნენ „ნაციონალები“ – „პოზიციამ“ საზოგადოებას კვლევის შედეგები წარუდგინა

  არასამთავრობო ორგანიზაციის – „პოზიცია“ აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბიზნესის ტერორსა და რეკეტის ფაქტებთან დაკავშირებით საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და დოკუმენტაციაც წარმოადგინა.
როგორც ადამაშვილმა აღნიშნა, ყოფილი ჩინოვნიკების დახმარებით მათი ნათესავები სოლიდურ სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ და კომპანიებში სოლიდურ წილებსაც ფლობდნენ. გურამ ადამაშვილი პროკურატურას აღნიშნული ფაქტებით დაინტერესებას სთხოვს.
უფლებადამცველის განმარტებით, „პოზიციამ“ კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც იმ პირებს შორის, რომლებიც ბიზნესზე რეკეტს ახორციელებდნენ, მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, გივი თარგამაძის, გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, რამაზ ნიკოლაიშვილის და დავით სირაძის გვარები ფიქსირდება.
„ ბიზნესის წილების წართმევით, დამფუძნებლებისა და რეალური მეპატრონეების დაკავებით, შანტაჟითა და მუქარით დაინტერესებულ პირთა შორის იყვნენ: მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, რამაზ ნიკოლაიშვილი და დავით სირაძე. აღსანიშნავია, რომ ამ ქმედებებით განსაკუთებით გამოირჩეოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები. ხშირი იყო, როდესაც ქველმოქმედების საფრქვეშ ბიზნესმენები ხშირად თმობდნენ საკუთარ წილებს. მათ შორის იყო ს/ს „თბილმრეწვმშენი-3“, რომლის ხელმძღვანელ გენო ნიჟარაძეს 20 000 ლარის „შეწირვა“ მოუხდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მას შემდეგ კი, რაც კომპანიები „ქველმოქმედების“ შეწყვეტის გადაწყვეტილებას ღებულობდნენ მათზე ხორციელდებოდა ტერორი. მათ შორის იყო კომპანია „ინმჟშენი“, რომლის აშენებულიცაა: „ქორთიარდ მარიოტი“, „თბილისი მარიოტი“, პრეზიდენტის სასახლე, თავდაცვის ობიექტები. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა ტერორის შედეგად „ინჟმშენი“ გაკოტრდა. მისი დირექტორი ნიკო შარაბიძე ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და 4 თვეში 2 მილიონ ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ამგვარი ისტორია აქვს ბენზინგასამართი სადგურების ქსელ „ეკოსაც“, რომლის ყველა ობიექტი და მთლიანად ბიზნესი „გალფის“ მფლობელობაში ამავე მეთოდით აღმოჩნდა“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
ადამაშვილის განცხადებით, „ნაციონალები“ აღნიშნულ კომპანიას ლობირებას უწევდნენ, რაშიც მნიშვნელოვნად იკვეთება დავით კეზერაშვილის სახელი და გვარი, ისევ როგორც „ვისოლის“ შემთხვევაში სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის გვარები.
პრესკონფერენციაზე გურამ ადამაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა დოკუმენტები იმის შესახებ, თუ რა ბიზნესით იყვნენ დაკავებულები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოჯახის წევრები და ახლობლები. მათ შორის იყვნენ: გივი თარგამაძის ძმა – ზაზა თარგამაძე, გიგა ბოკერიას მამა – ლევან ბოკერია, მისივე ცოლისდა – რუსუდან ჩერგოლეიშვილი, ქვისლი – კახაბერ ნინუა. გიგი უგულავას ოჯახიდან სიდედრი – ნინა კილაძე, ძმა – ირაკლი უგულავა, ბიძა – თამაზ გოგიაშვილი.
„გივი თარგამაძის ძმა დაკავებული იყო შემდეგი ბიზნესებით: შპს „პაულ შულერ უნდ ირაო გრუპის“ 15 %-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 60 000 000 ლარს აჭარბებდა; შპს „ირაო არტის“ 30%-იანი წილის მფლობელი, რომლის ჯამური ბრუნვა 1 350 551 ლარი იყო. გიგა ბოკერიას მამა დაკავებული იყო შემდეგი ბიზნესებით: შპს „ლებოს“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 2 363 606 ლარი იყო; შპს „არქ სტუდია“ 20%-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 26 523 662 ლარი იყო. მისი ცოლის და რუსუდან ჩერგოლეიშვილი. შპს „ოლივ დიზაინის“ 50%-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 14 621 734 ლარი იყო; შპს „ახალი გალერეა“ 35%-იანი წილის მფლობელი,რომლის საერთო შემოსავალი 161 474 ლარი იყო. მისი ქვისლი კახაბერ ნინუა შპს „გალფ რეისინგის“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 324 487 ლარი იყო. შპს „ჯეოტეკი“ 100%-იანი წილის მფლობელი; ფონდი „თანადგომა“ დამფუძნებელი, რომლის საერთო შემოსავალი 1552 873 ლარი იყო.
გიგი უგულავას ოჯახის წევრები დაკავებულები იყვნენ შემდეგი ბიზნესებით: სიდედრი ნინა კილაძე შპს „მანის“ 50%-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 3 000 000 ლარზე მეტია; ძმა ირაკლი უგულავა შპს „ჯოილენდი“ 21%-იანი წილის მფლობელია, რომლის საერთო შემოსავალი 6 500 000 ლარი იყო. ბიძა თამაზ გოგიაშვილი შპს „თ.ფ“-ს 100% იანი წილის მფლობელი იყო, რომლის საერთო შემოსავალი 3 000 000 ლარი იყო. შპს „ლთ ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 631 329 ლარი იყო“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები