უკრაინაში დაღუპულ ქართველს სამშობლოში 22 დეკემბერს გადმოასვენებენ

  უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში დაღუპულ ქართველს სამშობლოში ხვალ, 22 დეკემბერს გადმოასვენებენ – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ განაცხადა.
მისი თქმით, ალექსანდრე გიგოლაშვილის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
როგორც მიხეილ უკლება აცხადებს, დღეს კიევში მეიდანზე ალექსანდრე გოგოლაშვილის გამოსამშვიდობებებილი ცერემონია გაიმართება.
„დღეს უკრაინის დედქალაქში მეიდანზე გამოსამშვიდებებილი ცერემონია გაიმართება.
ჩვენ უკვე დავუკავშირდით ოჯახის წევრებს. ვცდილობთ, რომ ყველანაირად დავაჩქაროთ გადმოსვენების პროცესი. სავარაუდოდ, ეს ხვალ მოხდება. დღეს მეც და ჩემი კოლეგები მეიდანზე მივალთ და პატივს მივაგებთ უკრაინაში გმირულად დაღუპულ ქართველს”, – აღნიშნა უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ. .
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში ქართველი სამხედრო ალექსანდრე გრიგოლაშვილი ფრონტის ხაზზე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები