საგარეო უწყება უკრაინაში ქართველის დაღუპვას ადასტურებს

უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. როგორც “კვირას“ უწყებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე დაღუპულის ვინაობის გადამოწმება მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში შეტაკებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, “კვირას“ უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა დაუდასტურეს.
“კვირასთან“ საუბრისას ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ 30 -წლამდე მამაკაცი ქართული ლეგიონის წევრი იყო და უკრაინაში დაახლოებით სამი თვეა იბრძოდა.
“კვირასთვის“ ცნობილი გახდა დაღუპულის ვინაობა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულის ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ ჯერ არ იციან. ამიტომ “კვირა” თავს იკავებს დაღუპული ქართველი მებრძლის სახელისა და გვარის დასახელებისგან. ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, ერთ-ერთმა პოლონელმა ჟურნალისტმა გაავრცელა. არსებული მონაცემებით, საქართველოს მოქალაქე სეპარატისტებთან მომხდარ ბრძოლას ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები