არჩილ ბერიძე: მაესტრო რობიკო სტურუამ კიდევ ერთხელ შეძლო ის, რაც დიდ ხელოვანებს ძალუძთ – მან სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა მათ დიდი შემოქმედების გზა

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი რობიკო სტურუას სპექტაკლს – „ვეფხისტყაოსანი“, რომლის პრემიერაც რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. გულწრფელად ვიტყვი – შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, არამედ მთლიანად ქართულ თეატრს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ ბერიძის განცხადებით, „ვეფხისტყაოსნის“ სპექტაკლი არის ქართული იდენტობის, სულისა და კულტურის მეხსიერების საოცარი აღდგენა.

„დღეს 14 აპრილია — ქართული ენის დღე. ქართული ენა არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველი და ეროვნული ღირსების საზომი — ეს არის ღირებულება, რომელსაც დავიცავთ ყველგან და ყოველთვის, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.

მანამ, სანამ პოლიტიკურ განცხადებაზე გადავალ, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი რობიკო სტურუას სპექტაკლს — „ვეფხისტყაოსანი“, რომლის პრემიერაც რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

გულწრფელად ვიტყვი – შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, არამედ მთლიანად ქართულ თეატრს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება.

ეს არ არის უბრალოდ სპექტაკლი – ეს არის ქართული იდენტობის, ქართული სულის, ჩვენი კულტურული მეხსიერების საოცარი აღდგენა და გააზრება სცენაზე.

დიდი შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების – „ვეფხისტყაოსნის“ ასეთი მასშტაბით და სიღრმით გაცოცხლება არის არა მხოლოდ ხელოვნების აქტი, არამედ ეროვნული თვითშეგნების კიდევ ერთი ძლიერი გამოხატულება.

ეს იყო დიდი დაბრუნება – არა მხოლოდ რუსთაველის თეატრის, არამედ მთლიანად ქართული თეატრის. მე ვიტყოდი, ეს არის ერთგვარი თავიდან დაბადება. მაესტრო რობიკო სტურუამ კიდევ ერთხელ შეძლო ის, რაც დიდ ხელოვანებს ძალუძთ – მან სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა მათ დიდი შემოქმედების გზა,“- განაცხადა არჩილ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები