გოგა ონიანი ვაზისუბანში მაჟორიტარად აპირებდა კენჭისყრას

  ადვოკატი გოგა ონიანი ვაზისუბანში მაჟორიტარად აპირებდა კენჭისყრას – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დაკავებამდე განუცხადა. ონიანის მტკიცებით, ამის გამო მისი თანამშრომლები დაიბარეს და ონიანის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა აიძულეს. მისი ინფორმაციით, საუბარია 15 თანამშრომლის დაკითხვაზე.
გოგა ონიანი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გუშინ დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს. არაოფიციალური ინფორმაციით, მას გამოძიება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილეობის დროს მოქალაქისთვის ნარკოტიკის ჩადებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები