საბურთალოსა და დიდგორის რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

  სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს საბურთალოსა და დიდგორის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის სასწავლო მეურნეობის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ალექსიძისა და ბერბუკის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კოჯრის მცხოვრებლებს. “თელასის” ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები