ლუკაშენკო ბელორუსიის რუსეთთან შესაძლო ომზე ალაპარაკდა (ვიდეო)

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსიის უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიმართ მძაფრი კრიტიკით გამოვიდა და რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო საომარ დაპირისპირებაზეც ალაპარაკდა. როგორც მან აღნიშნა, ბელორუსიის სახელმწიფოს გარშემო სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და მანვე, იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რომელიც უკრაინაში არსებულ ომს და რუსეთის მხრიდან ბელორუსიის ეკონომიკაზე განხორციელებულ ზეწოლას ახლავს.
„ ჩვენ თქვენთან უკვე მოვახდინეთ კონსტანტირება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე ეკონომიკაში მდგომარეობს. სხვა რაიმე სახის საფრთხეები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაიმე რადიკალური ოპოზიციის არ არსებობს და არც შეიძლება იყოს. მაგრამ ეკონომიკა – ნებისმიერ ქვეყანაზე დარტყმის ძალზე სახიფათო მიმართულებაა, განსაკუთრებით ჩვენთვის, ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის სიტუაციაში. და დღეს ჩვენი აღმოსავლელი მშობლიური ძმის მოქმედება არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს. მაგრამ ჩვენ ჯერ აქედან, ამ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტთან საუბრამდე, რაიმე სახის დასკვნები არ გამოგვაქვს. მე მინდა გავარკვიო, რისთვის სჭირდება ბელორუსიასთან ურთიერთობაში რუსეთის ფედერაციას ასეთი პოლიტიკა? მაგრამ ამის არ გათვალისწინება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება“ – განაცხადა ლუკაშენკომ. ბელორუსიის პრეზიდენტის სიტყვებით, არავის მიეცემა იმის უფლება ბელორუსთან ძალის პოზიციით ისაუბროს. თავის გამოსვლაში ლუკაშენკომ რუსეთთან შესაძლო ომზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ბელორუსია ნებისმიერ მუქარას პასუხს გასცემს და თავის დამოუკიდებლობას დაიცავს. „ჩვენ გიგანტური სახელმწიფო არ ვართ, არ ვფლობთ ბირთვული იარაღის სიმძლავრეს, მაგრამ ჩვენი არმია საკმარისად ბრძოლისუნარიანია, რომ ნებისმიერ მუქარას პასუხი გასცეს. და არა მხოლოდ არმია, მთელი ერი. ამიტომაც ჩვენ ჩვენს მიწის ნაჭერს, ჩვენ სახელმწიფოებრიობას და ჩვენ დამოუკიდებლობას გავუფრთხილდებით. ჩვენ საკუთარ მიზნად ომის გაჩაღებას არ ვაყენებთ, მაგრამ ვალდებული ვართ ყველაფერი გავაკეთოთ რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ სამხედრო უსაფრთხოება და საზოგადოებაში სოციალურ–პოლიტიკური სტაბილურობა უზრუნველვყოთ. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ, ჩვენ საზოგადოებასა და სახელმწიფოში გარემოებაზე სპეციალურ ზეწოლას ვახორციელებთ; თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ სპეციალურად ვეძებთ გარე მტრებს, მაშინ ღრმად ცდება. ჩვენ ახლა სახელმწიფოს განვითარების სწორედ ისეთი პერიოდი გვაქვს, რომ რაღაც საფრთხობელას სახით გარე მტრები, არც ჩვენი სახელწიფოს შიგნით რაიმე შიდა დაძაბულობა არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და მოსვენება, მხოლოდ ამ სიტუაციში შევძლებთ ჩვენ ღირსეულად განნვითარდეთ და ნებისმიერ გამოწვევას წინ აღვუდგეთ“ – განაცხადა ლუკაშენკომ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=GSxZwEEkxBk” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები