ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ირზე გლოვა შეწყვიტეს

დღეს ჩრდილოეთ კორეამ გარდაცვლილ მეთაურს სამწუთიანი დუმილით და სამგლოვიარო ცერემონიით მიაგო პატივი. რის შემდეგაც კიმ ჩენ ირის საპატივცემულოდ დაწესებული სამწლიანი გლოვა დასრულდა.
შეგახსენებთ სამგლოვიარო ცერემონია 2011 წლის 17 დეკემბერს კიმ ჩენ ირის გარდაცვალებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდებოდა.
ჩრდილოეთ კორეელი ლიდერის დაკრძალვა 2011 წლის 28 დეკემბერს გაიმართა. სამხრეთ კორეული გაზეთის „ჩოსონ ილბოს“ გათვლებით დაკრძალვის ცერემონიის ხარჯებმა 40 მილიონი $ შეადგინა. დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონია 2 დღე გრძელდებოდა, რა დროსაც კომუნისტ ლიდერს დაახლოებით 5 მილიონი მოქალაქე გამოემშვიდობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები