პაკისტანმა თალიბების მიერ სკოლაზე თავდასხმის შემდეგ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გააუქმა

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში მომხდარი ტერაქტი, რომლის შედეგად 140 ადამიანი, მათ შორის 132 ბავშვი დაიღუპა, ქვეყანაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გაუქმების მიზეზი გახდა. ეს გადაწყვეტილება პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა მიიღო, – იუწყება „ბი-ბი-სი“.
„გადაწყდა მორატორიუმის გაუქმება. პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა“, – აღნიშნა პაკისტანის მთავრობის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 დეკემბერს, „ბოევიკები“ ქალაქ ფეშავარში სკოლას თავს დაესხნენ. თალიბებმა ტყვედ 500-მდე მოსწავლე და მასწავლებელი აიყვანეს. თავდასხმის მსხვერპლი 140 ადამიანი, მათ შორის 132 ბავშვი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები