რუბლის დევალვაციის პირველი მსხვერპლი: მოსკოვის სასტუმროში ფინანსისტმა თავი მოიკლა

მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში ფინანსისტმა თავი მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
„2014 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 22 საათზე, მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროს მეორე სართულზე თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით 1946 წელს დაბადებული მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. გამოძიების მონაცემებით, მამაკაცმა თავი მოიკლა“, – ნათქვამია შეტყობინებაში. აღნიშნული ფაქტის გადამოწმება ხდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, საუბარია სასტუმრო „ნაციონალზე“. არსებული მონაცემებით, თვითმკვლელი – ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური კომპანიის თანამესაკუთრეა. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი, რომელმაც მამაკაცი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, შესაძლოა, რუბლის დევალვაციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები