შსს-მ კახეთში მომხდარი მკვლელობა გახსნა

უწყების ინფორმაციით, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული თენგიზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თენგიზ ა-მ თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, თავის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს, 1978 წელს დაბადებულ ეკატერინე მ-ს ცივი იარაღით გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ ეზოში გასულმა იმავე დანით თვითდაზიანება მიიყენა. სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ცოლ-ქმარი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ქალბატონი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თენგიზ ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“,-აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები