ბექა მინდიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება
19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, „ფსიქოლოგ სტუდენტთა საქველმოქმედო გაერთიანების“ ორგანიზებით, შეხვედრების სერიის – „გენდერული განსხვავებები და თანასწორობა“ – ფარგლებში, ჩატარდება ტოლერანტობის ცენტრის დირექტორის, თეოლოგ ბექა მინდიაშვილის საჯარო ლექცია. ბექა მინდიაშვილი რელიგიური მოტივით წარმოქმნილ აგრესიასა და ძალადობაზე ისაუბრებს. დასწრება თავისუფალია.