სიმონ მასხარაშვილი: არ მჯერა ლავროვის, თქვენ რას ფიქრობთ?

ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს. როგორც ისტორიკოსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ობამა იძულებულია, კვირის ბოლომდე ხელი მოაწეროს კანონპროექტს, რომლის ძალითაც რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება.
„რუსეთში რუბლმა სრული ჩამოშლა დაიწყო. რუსეთის ბანკი სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. ობამა იძულებულია, კვირის ბოლომდე ხელი მოაწეროს კანონპროექტს, რომლის ძალითაც რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება, უკრაინა სამხედრო-ფინანსურ დახმარებას მიიღებს, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას აშშ-ს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოკავშირის სტატუსი მოენიჭებათ. ლავროვი გაჰყვირის: რუსეთი მაინც გადარჩებაო და უფრო გაძლიერებული გამოვა ამ ამბიდანო. რომ ეკითხებიან: საიდან იციო? პასუხობს: რუსეთის ისტორია გვასწავლისო. მაგასაც ისტორია გავგამელადან არ ეწყებოდეს. მოკლედ, რაღაც არ მჯერა ლავროვის თქვენ რას ფიქრობთ? დაიწ ყო?“, – წერს მასხარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები