პრემიერი: ჩვენ ვართ და დავრჩებით ევროკავშირისა და ნატოს სანდო მოკავშირეებად

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პარლამენტს ღია წერილს უგზავნის.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტს ქართველი ხალხის სახელით წინასწარ უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის იმ კრიტიკულ მომენტში, რომელიც საქართველოს ისტორიასა და მთლიანად ევროპის რეგიონშია.
„ხელშეკრულების განხორციელებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კვალდაკვალ, სწრაფად იზრდება ვაჭრობა და ინვესტიციები. ჩვენ ვართ და დავრჩებით ევროკავშირისა და ნატოს სანდო მოკავშირეებად ჩვენს არასტაბილურ რეგიონში. ხელშეკრულების რატიფიცირებას აქვს უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა საქართვლოსთვის. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი თანამშრომლობის შედეგად თავიდან იქნება აცილებული ჩვენს კონტინენტზე ახალი გამყოფი ხაზების შექმნა,“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ევროპარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ხვალ, 18 დეკემბერს განახორციელებს. შეთანხმების რატიფიცირების საკითხი შეტანილია 15-21 დეკემბრის სესიის დღის წესრიგში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები