ირაკლი მაისურაძე მუშაობას პარლამენტში გააგრძელებს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ყოფილი წამყვანი ირაკლი მაისურაძე მუშაობას პარლამენტში გააგრძელებს. როგორც „კვირას“ მაისურაძემ განუცხადა, იგი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თანაშემწედ იწყებს მუშაობას.
მისივე თქმით, ის კომიტეტის თავმჯდომარისა და მედიასთან ურთიერთობას გაუძღვება.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი მაისურაძემ საკუთარი გადაწყვეტილებით ტელეკომპანია 26 ნოემბერს დატოვა.