ვარკეთილში 19 წლის ბიჭი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ისანი-სამგორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული კახა ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, ღამით, ვარკეთილში, სუხიშვილების ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით ზურგის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1995 წელს დაბადებულ დავით ხ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში „მეტრომშენი“-ს დასახლებაში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველო სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები