ვიტალი კლიჩკო : ხალხი ჯერჯერობით ქუჩაში უნდა დარჩეს
ხალხი ჯერჯერობით ქუჩაში უნდა დარჩეს -ამის შესახებ ვიტალი კლიჩკომ პარტია “უდარის“ სათაო ოფისში გამართლ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც უახლოესი მომავლის სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა.
“ხალხი ჯერჯერობით ქუჩაში უნდა დარჩეს , უკრაინაში მიმდინარე პროცესების კონტროლი აუცილებელია, ყველა პოლიტიკოსსა და მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ თუ ბინძულ თამაშებს წამოიწყებენ სწორედ ასეთი დასასრული ელით. უმთავრესი ხალხის ნებაა – ეს უკრაინამ მსოფლიოს აჩვენა“,-განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ალექსანდრ ტურჩინოვმა, რომელსაც უკრაინის უმაღლესმა რადამ დროებით ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილება მიანიჭა დეპუტატებს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის 25 თებერვლამდე მისცა ვადა.