„ვანდალურია, რაც საყდრისთან დაკავშირებით განხორციელდა“

„თუკი საყდრისთან დაკავშირებით არსებობს დასკვნები, რომელსაც ეყრდნობოდა ხელისუფლება საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების დროს, მაშინ ის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის დეპუტატმა, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საყდრისთან დაკაშირებით გამოუსწორებელი შედეგი დადგა. მისი თქმით, ხელისუფლებას უფრო გამჭვირვალე და თანამიმდევრული მიგდომები სჭირდებოდა.
„საყდრისთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში სჭირდებოდა უფრო გამჭვირვალე და თანამიმდევრული მიდგომები. თუ არსებობს დასკვენები, რომელსაც ეყრდნობოდა ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებში, მაშინ ის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ის ფორმა, რა ფორმითაც ეს მოხდა და განხორციელდა, აბსოლუტურად ვანდალურია. მახსენდება, როცა სააკაშვილმა გორში სტალინის ძეგლი მოიპარა, ღამე მიპარვით ამის გაკეთება თავისთავად მიუღებელია. დღეს, სამწუხაროდ, გამოუსწორებელი შედეგია დამდგარი. ეს საკითხი უკვე კულტურის სამინისტროს რეგულირების სფეროს გაცდა, ეს საზოგადოებაში ბევრ კითხვას იწვევს“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები