ტრადიციული რეწვის სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ტრადიციული რეწვის სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია და მისი განვითარების პერსპექტივების მიმოხილვა.
პროექტი „ტრადიციული რეწვის სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევა და განვითარების პერსპექტივები“ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კულტურისა და „Investing in People“-ის პროგრამების ფარგლებში განხორციელდა.
ტრადიციული რეწვის სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევა „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ ჩაატარა. გარდა კვლევის შედეგების პრეზენტაციისა, ღონისძიებაზე იმსჯელეს რეწვის სექტორის განვითარების გზებზე. პრეზენტაციის დროს ასევე დასახელდა ტრადიციული რეწვის სექტორში ეკონომიკურ მდგრადობაზე ორიენტირებული მცირე გრანტების პროგრამის 11 გამარჯვებული პროექტი.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“, თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, აგრეთვე ბრიტანეთის საბჭო-საქართველოს თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები